Thursday, 5 December 2013

ბმულები სხვადასხვა სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებზე

http://el.ge -ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა
.http://buki.ge/ - პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდი მოიცავს საგანმანათლებლო დანიშნულების ინტერნეტპროგრამებს.
http://skoool.ge/main.php - intel -ის მიერ წამოწყებული ინიციატივა,რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით გაძლევთ საშუალებას ,გამოიყენოთ ინოვაციური,ინტერაქტიული და საინტერესო სასწავლო პროგრამები.
http://catalog.edu.ge/ -საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი
.http://teacherjobs.ge/- აქ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საქართველოს ყველა კერძო და საჯარო  სკოლაში არსებული ვაკანსიების შესახებ.


Wednesday, 4 December 2013

ფოტო გალერეა









VI -კლასი





Monday, 2 December 2013

როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილის გეგმა

      გაკვეთილის მიზანი უნდა აკონტროლებდეს ,თუ რა ცოდნასა და უნარ-ჩვევას მიიღებს მოსწავლე.
 სასწავლო მასალები გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს უნდა უკავშირედებოდეს.ასევე უნდა გავითვალისწინოთ ,თუ  როგორ დავიწყებთ გაკვეთილს ,რათა მოსწავლეებს  შევუქმნათ სათანადო განწყობა  და მოვახდინოთ მათი დაინტერესება ახალი მასაით.
უფრო მეტი კონკრეტისთვის გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის ერთ--ერთ ფორმატს.

        გამოყენებული ლიტერატურა
 1. ნინო ჯამასპიშვილი "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები"
 მე-6 კლასი, გამომცემლობა "დიოგენე"

აკვეთილის მთავარი თემა
საპრეზენტაციო პროგრამა MS powerpoint
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური ,მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან პრეზენტაციის შედგენის ძირითად პრინციპებს  და ხერხებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ.VI.1
  •          გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა  და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის.
  • ახდენს ტექსტური,გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას  მიზნის შესაფერისი  ციფრული მასალის შექმნისას.

წინასწარი ცოდნა
 მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ,გრაფიკულ რედაქტორში ,ინტერნეტში მუშობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
 მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა                   
 საორგანიზაციო საკითხები(2წთ.)
ა ფაზა (5წთ.)

მასწავლებელი მოხალისე მოსწავლეს აძლევს ფურცელს,რომელზეც პატარა ნახატია და სთხოვს,5 სიტყვით აღწეროს ის  . კლასი ცდილობს ,აღწერის მიხედვით გამოიცნოს სურათის შინაარსი.შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს იმავე სურათს და სთხოვს ,მის შინაარსზე იმსჯელონ.
 მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს  ,  მივიდნენ დასკვნამდე:
  • თუ ზეპირი ინსტრუქციები ზუსტი და თანმიმდევრულია  ,სურათის ამოცნობა სწრაფად და უშეცდომოდ იქნება შესაძლებელი.
  • თუ ინფორმაციის მიღებისას ,სმენის ორგანოებთან ერთად მხედველობის ორგანოებსაც გამოვიყენებთ , ინფორმაციის აღქმა გაცილებით ადვილი იქნება.                                                             ბ ფაზა (15 წთ.)
  • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ვიზუალური მასალის გამოყენების მნიშვნელობას,აცნობს საპრეზენტაციო პროგრამას MS powerpoint -ის ინტერფეისს,პროგრამის ძირითად ბრძანებებს :სლაიდზე ტექსტის დაწერას,ტექსტის გაფორმებას, სლაიდზე   სურათის  ჩასმას . მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აგებენ საპრეზენტაციო დოკუმენტის  პირველ სლაიდს, ამის შემდეგ მასწავლებელი მათ უხსნის ახალი სლაიდის დამატების წესს.
ც ფაზა (20წთ.)

მოსწავლეები დამოუკიდებლად აგებენ საპრეზენტაციო დოკუმენტის დანარჩენ 4 სლაიდს.
შეჯამება (3 წუთი)

ჩემს შესახებ

                                                                  
                                                               მოგესალმებით!
      მე გახლავართ ნინო ჩეკურიშვილი  მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნავაზის საჯარო სკოლის  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი.
  დავიბადე 1984 წლის 23 აგვისტოს.დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სპეციალობა: ეკონომიური ინფორმაციის მართვისა და დაპროგრამების კომპიურეული ქსელები და  სისტემები .
    საკონტაქტო მონაცემები: 
   ელ.ფოსტა: ninochekurishvili3@gmail.com
   ტელეფონი: 577 62 65 10

    
      ჩემთვის ,ბლოგების კონკურსში მონაწილეობის მიღება ძალიან სასიამოვნოა ,დარწმუნებული ვარ ,რომ აქ  შევიძენ ბევრ საინტერესო ადამიანს .

"ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"

      ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე  დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი  მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში .ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარჩვევები უნდა შესძინოს  მოსწავლეს,არამედ უნდა შეუქმნას ხელსაყრელი პირობები  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებების მატარებელი ,თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
   ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების   წარმოჩენას,შემოქმედებითობისა და ინოვაციური  მიგდომების განვითარებას ,ასევე თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპენტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე  ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად.
        დღეს ციფრული ,  ისევე როგორც რაოდენობრივი წიგნიერება  არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.ამგვარად დაწყებით საფეხურზე  ისტ-ის გამოყენებისას არანაკლები  ყურადღება  უნდა  მიექცეს , ისეთი კომპეტენციების  ჩამოყალიბებასა  და განვითარებას ,როგორებიცაა: კომპიუტერის შეტანა-გამოტანის  მოწყობილობების გამოყენება (კლავიატურა ,თაგვი,ეკრანი), ციფრული მოწყობილობისა თუ ელექტრონული რესურსის  პარამეტრების გააზრება, ინფორმაციის შენახვა , დამუშავებისა და მისი გადაცემის შესახებ წარმოდგენის შექმნა.