ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში .ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარჩვევები უნდა შესძინოს მოსწავლეს,არამედ უნდა შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი ,თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას,შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიგდომების განვითარებას ,ასევე თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპენტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად.
დღეს ციფრული , ისევე როგორც რაოდენობრივი წიგნიერება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.ამგვარად დაწყებით საფეხურზე ისტ-ის გამოყენებისას არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს , ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ,როგორებიცაა: კომპიუტერის შეტანა-გამოტანის მოწყობილობების გამოყენება (კლავიატურა ,თაგვი,ეკრანი), ციფრული მოწყობილობისა თუ ელექტრონული რესურსის პარამეტრების გააზრება, ინფორმაციის შენახვა , დამუშავებისა და მისი გადაცემის შესახებ წარმოდგენის შექმნა.
No comments:
Post a Comment