Monday, 2 December 2013

როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილის გეგმა

      გაკვეთილის მიზანი უნდა აკონტროლებდეს ,თუ რა ცოდნასა და უნარ-ჩვევას მიიღებს მოსწავლე.
 სასწავლო მასალები გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს უნდა უკავშირედებოდეს.ასევე უნდა გავითვალისწინოთ ,თუ  როგორ დავიწყებთ გაკვეთილს ,რათა მოსწავლეებს  შევუქმნათ სათანადო განწყობა  და მოვახდინოთ მათი დაინტერესება ახალი მასაით.
უფრო მეტი კონკრეტისთვის გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის ერთ--ერთ ფორმატს.

        გამოყენებული ლიტერატურა
 1. ნინო ჯამასპიშვილი "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები"
 მე-6 კლასი, გამომცემლობა "დიოგენე"

აკვეთილის მთავარი თემა
საპრეზენტაციო პროგრამა MS powerpoint
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური ,მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან პრეზენტაციის შედგენის ძირითად პრინციპებს  და ხერხებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ.VI.1
  •          გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა  და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის.
  • ახდენს ტექსტური,გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას  მიზნის შესაფერისი  ციფრული მასალის შექმნისას.

წინასწარი ცოდნა
 მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ,გრაფიკულ რედაქტორში ,ინტერნეტში მუშობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
 მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა                   
 საორგანიზაციო საკითხები(2წთ.)
ა ფაზა (5წთ.)

მასწავლებელი მოხალისე მოსწავლეს აძლევს ფურცელს,რომელზეც პატარა ნახატია და სთხოვს,5 სიტყვით აღწეროს ის  . კლასი ცდილობს ,აღწერის მიხედვით გამოიცნოს სურათის შინაარსი.შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს იმავე სურათს და სთხოვს ,მის შინაარსზე იმსჯელონ.
 მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს  ,  მივიდნენ დასკვნამდე:
  • თუ ზეპირი ინსტრუქციები ზუსტი და თანმიმდევრულია  ,სურათის ამოცნობა სწრაფად და უშეცდომოდ იქნება შესაძლებელი.
  • თუ ინფორმაციის მიღებისას ,სმენის ორგანოებთან ერთად მხედველობის ორგანოებსაც გამოვიყენებთ , ინფორმაციის აღქმა გაცილებით ადვილი იქნება.                                                             ბ ფაზა (15 წთ.)
  • მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ვიზუალური მასალის გამოყენების მნიშვნელობას,აცნობს საპრეზენტაციო პროგრამას MS powerpoint -ის ინტერფეისს,პროგრამის ძირითად ბრძანებებს :სლაიდზე ტექსტის დაწერას,ტექსტის გაფორმებას, სლაიდზე   სურათის  ჩასმას . მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აგებენ საპრეზენტაციო დოკუმენტის  პირველ სლაიდს, ამის შემდეგ მასწავლებელი მათ უხსნის ახალი სლაიდის დამატების წესს.
ც ფაზა (20წთ.)

მოსწავლეები დამოუკიდებლად აგებენ საპრეზენტაციო დოკუმენტის დანარჩენ 4 სლაიდს.
შეჯამება (3 წუთი)

No comments:

Post a Comment